
ფეისბუკ ჯგუფ „ლანჩხუთში" იმ ადამიანების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომლებიც სტიქიის დროს დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს უგროვებენ და ურიგებენ.
„ამ ბიჭებზე მე არ ვიცი რა შეიძლება ვწერო, ან როგორ დავწერო. მიშიკოს ფოტო მქონდა, დათოსი არა, და ტექნიკურად დავურეკე, რომ ჩუმად გადამეღო ფოტო. ოჩხათის თემიდან მთხოვეს პროდუქტი, მგონი ღამის 11 საათზე უკვე ნაყიდი ჰქონდათ ყველაფერი და ავიდნენ ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სამწუხაროდ, ისეთი საშინელი გზაა, ბოლომდე ვერ მივიდნენ, მაგრამ ირაკლი მარშანიშვილი შეხვდათ გზაზე, და დილის გეგმა დასახეს ერთად, მეც ვერ გავთვალე რამხელა რისკი იყო მათი ღამით იქ გაშვება... თან წვიმდა...
მთელი დღე, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაჰქონდათ პროდუქტი, როცა მორჩნენ საღამოსკენ უნდოდათ მამათში ასულიყვნენ, მთხოვეს, მეხვეწეს მაგრამ ღამით ვერ გავუშვებდი, ფოტოებს მაჩვენებდნენ, რომ ყველანაირი აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ გავრისკავდი. დათო ჯარში მსახურობს, ემსახურება ქვეყანას. მადლობა ბიჭებო თქვენ თავდადებისთვის", - წერს ნინია ბარამიძე ჯგუფში და ფოტოებს აქვეყნებს.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე