რეზონანსი
09.09.2023

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

29 წლის თამარ მენაბდიშვილს თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევა, თავისა და ზურგის ტვინის მანკები ჰქონდა. მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ამ წუთებში ეს შემზარავი ამბავი შემატყობინეს. გუშინ საქართველოდან მისი გაუბედურებული დედა ჩამოფრინდა. არ ვიცი, გონებაზე თუ იყო და თუ მოასწრო მონატრებული დედის ჩახუტება და სითბო.

ნაადრევად დაასრულა ემიგრაციაში სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ. ვაი, შენს განადგურებულ დედას, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვები," - წერს შოთო სიხარულიძე.

წყარო: mix.metronome.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×