
უკანასკნელ გზაზე გააცილეს, პირველ სექტემბერს გარდაცვლილი გოგო, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. 20 წლის ნიაკო, მეოთხე სართულიდან გადავარდა. მისი მდგომარეობა პირველივე წუთებიდან მძიმე იყო. ბოლო წუთამდე საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სკოლა-ლიცეუმი ემშვიდობება:
„სათქმელს თავს ვერ ვუყრი... სიტყვები არ მყოფნის ამ მწუხარების გამოსახატავად ნია!... ლამაზი ფერია-გოგო, ფრთაფარფათა პეპელა! ... როგორ გამხნევებდით, გეფერებოდით, რა არ შემოგთავაზეთ, რომ დეპრესია დაგეძლია. ბოლოს, უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ შემოფარფატდი სკოლაში, სადაც ყოველთვის მოგიხაროდა. (თურმე გვემშვიდობებოდი), მოგვესიყვარულე, ჩვენც მოგეფერეთ, ღიმილით დაგვშორდი, თუმცა თვალებში ნაღველი გედგა... და...
არ მინდა, თვალი გავუსწორო რეალობას. პეპელასავით ხანმოკლე სიცოცხლეს დასჯერდი და გაფრინდი. ფრთებმა გიმტყუნა და დაენარცხე. ვეღარ გიშველეს... როგორ იტანჯე... გემძიმა დედამიწა და ზეცაში ფრენა აირჩიე. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ნათელი ადგეს შენს ლამაზ, ნათელ სულს, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო, ნიაკო!... ნია!...“, - წერია სკოლა-ლიცეუმის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
პრაიმტაიმი
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე