რეზონანსი
07.09.2023

შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებული მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას აქვეყნებს.

ის ადგილობრივსა და ცენტრალურ მთავრობას მიმართავს.

„საქართველოს მთავრობა ონის მუნიციპალიტეტის მერია Irakli Garibashvili გოჩა ენუქიძე / Gocha Enukidze Papuna Margvelidze

სად არიან ფსიქოლოგები?

კიდევ რამდენ ხანს ველოდო?

აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება და ბარემ, პირდაპირ მაგაზე დაიწყეთ ზრუნვა

თუ ჩემს პოსტამდე იყო დაწყებული ზრუნვა ფსიქოლოგების საკითხთან დაკავშირებით, ამდენ ხანს რატომ არავინ მიკავშირდება?

გადაცემულია მონაცემები წინა კვირიდან... ჩვენამდე მოსასვლელად ფსიქოლოგებს ტრენინგს ვუტარებთ თუ რაშია საქმე?

იმედია, ტენდერი არ გამოგიცხადებიათ", - წერს ის.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მარიტა გუტაშვილის ოჯახის წევრები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×