რეზონანსი
17.06.2023

დიდ დიღომში 11 წლის მარიამის ძებნაში მთელი ქალაქის ჩართულობას დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„დღეს მთელი საქართველო ზეიმობს 11 წლის გოგონას პოვნას. რანაირი ერი ვართ... არ ვიღლებით, როცა ერთად ვდგავართ. არ ვართ ცუდი ჯიშის. ერთი ადამიანის გამო შეგვიძლია მთელი სამყარო გავაჩეროთ.

პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მაინც ვართ, სულ ვანთივართ. მართალია, ქარის დროს ცოტა ვირყევით, მაგრამ ძირი მაინც მყარი გვაქვს. არ წავიქცევით" - წერს ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ დიღომში 11 წლის მარამის ძებნაში მთელი უბანი იყო ჩართული. გოგონას 3-4 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მუშაობდა პოლიცია და სამაშველო სამსახური. გოგონა უვნებელი იპოვეს - მას ბუჩქებში, ძაღლის ბუნაგთან ჩაძინებულს მიაგნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×