რეზონანსი
15.06.2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, გივი ტონაგანიანი რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა დაღუპული ბიჭი ამოიყვანა წყლიდან. მომხდარს შოთო სიხარულიძე ეხმაურება და სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს.

"გლოვობს ჩემი სამტრედია გივიკოს. დღეს ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და იპოვეს...

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გივი კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...

რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს

ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები "მოჰყავთ" ავის მომასწავლებელია. შიში გიპყრობს. წამით გახსენდება, რომ მთელი დღის განმავლობაში, უცნაურად იქცეოდი. სულ იცინოდი. გეკითხებოდნენ "დღეს რა გემართება, ხომ კარგად ხარ-ო"

გახსენდება,რომ ტაძარში შესვლა ვერ გაბედე. ჰო გამახსენდა. ტაძრის შესაავლელთან ვიდექი. ნაბიჯი უნდა გადამედგა, მაგრამ რაღაც მაკავებდა. სწორედ იმ საღამოს. "მე შენ დაგკარგე".

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული...

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს....

ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე დროს სიტყვები არ უძლურია.... ,"- წერს სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×