რეზონანსი
29.03.2023

ტელეწამყვანი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „ღირსების შემლახავი ბინძური კამპანიის“ გამო, გადაწყვიტა „უკომპრომისო ბრძოლა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ“. ამისთვის კი, თათია სამხარაძე საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს:

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული და ღირსების შემლახავი ბინძური კამპანია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მამყოფებს მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ფიზიკურ ტყვეობაში შესაძლო პროვოკაციების შიშით.

მიუხედავად არსებული უდიდესი რისკებისა, მე გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს არის გენდერული, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მოკლე ვადებში არ დასრულდება.

ახლა ჩემი ძალა მხოლოდ თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის. თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ამ უთანასწორო დაპირისპირებაში სრულიად მარტო დავრჩები. ამ ეტაპზე გთხოვთ მთელი რიგი საორგანიზაციო და ტექნიკური ხარჯების დასაფარად ფინანსური შემწეობის გაღებას, თქვენი შესაძლებლობების და სურვილის ფარგლებში.

სამწუხაროდ, კონკრეტული მიმართულებების და აქტივობების დასახელება, რომელსაც ვგეგმავთ ახლა შეუძლებელია მოსალოდნელი ხელისშემშლელი ქმედებების ალბათობის გათვალისწინებით.

თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას ვიღებ პირადად მე და პროცესის დასრულების შემდეგ, ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე წარვადგენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას“, - წერს სამხარაძე.

ამ მიმართვის შემდეგ "პოსტივის" ფრისბუქ-გვერდზე რამიშვილისა და სამხარაძის ძველი პოტო გამოქვეყნდა, სადაც შალვა რამიშვილს მისთვის ხელი აქვს გადახვეული, შემდეგი მინაწერით: „იმის დასადასტურებლად, რომ კეზერაშვილის ცოლისძმისგან ფული არ აუღია, თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და აქტივობებისთვის დახმარებას ითხოვს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×