რეზონანსი
16.08.2022

„ოკუპაცია ავტომატით არ ხდება, აი ასე 1. მილიონი რუსი გადაწყვეტს რომ „გრუზია ეტა რასია" და მორჩენილი ამბავია" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Georgian Airways-ის ყოფილი კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი წერს.

„Off to Brussels.

ბათუმში რუსებს დავუგეთ ფიანდაზები, რომლებიც უცერემონიოდ, უზრდელურად იქცევიან. კურორტზე არაფერს ვამბობ, მშვიდობიან დამსვენებელზე უბრალოდ გაუსაძლისია ის სერვისი და ის სიტუაცია რაც აჭარაში ხდება, შენ ქვეყანაში ფულის დახარჯვა არ მოგინდება - რუსები აქირავებენ კაიაკსაც, შეზლონგსაც, კაფესაც ხოდავენ და სხვა მრავალს. ჩვენ ვისხდეთ და სკამების თამაში რომაა წრეზე, ის ვითამაშოთ.

ოკუპაცია ავტომატით არ ხდება, აი ასე 1.

მილიონი რუსი გადაწყვეტს რომ „გრუზია ეტა რასია" და მორჩენილი ამბავია.

ვზივარ აეროპორტში და ვფიქრობ, დავლიო 30 ლარიანი ყავა თუ რამე რუსების „ტოჩკა" ვიპოვო და იქ მაგიდის ქვეშეთიდან გამოვწიო რამე", - წერს თამუნა თანდაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×