რეზონანსი
16.08.2022

დაახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე წერდა, რომ 81 წლის მა­მას, მეც­ნი­ერ დათო ხა­ზა­რა­ძეს აქვს დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს – ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს. ტე­ლე­წამ­ყვან­მა მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ დავ­წე­რე ვრცე­ლი პოს­ტი და ამას მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის. ზოგ­მა ჩემი ფოტო გა­მო­დო წარ­წე­რით, რომ ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო, ჩა­ა­ბა­რა, ჩვენ წა­მო­ვიყ­ვანთ მას და არ და­ვუ­ტო­ვებ­თო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს და მო­მა­ნი­ჭეს მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე მა­მას ვე­ღა­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ მა­მას­თან ერ­თად პან­სი­ო­ნატ­ში ზუს­ტად იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ვინც მე მლან­ძღავ­დნენ. ახ­ლაც ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი. ხელ­მე­ო­რედ რომ ეს ვი­თა­რე­ბა გაჩ­ნდეს, მე ისევ ასე მო­ვიქ­ცე­ვი.

მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მა­მას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ… შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე",- განუცხადა  ნანიკო ხაზარაძემ "რადიო თავისუფლებას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×