რეზონანსი
13.08.2022

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ წერს:

„სულ მეუბნებოდა „ამ ქვეყნიდან რომ წავალ, აუცილებლად მოდი და უკანასკნელ გზაზე გამაცილეო“... ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, მეშინოდა, რომ ამ თხოვნას ვერ შევუსრულებდი... გუშინ სამეგრელოში მყოფმა შევიტყვე, რომ ეს წუთისოფელი დატოვა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემი ყრმობისა და ახალგაზრდობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოგონებამ, ზუგდიდელმა მეზობელმა ბაბუცა გოგოხიამ, ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს „მეზობელიო“ , თუმცა ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყო, როცა ბევრ სისხლით ნათესავს სჯობდა.

იშვიათად მინახავს ასეთი თანდაყოლილი კეთილშობილებითა და ინტელექტით სავსე ქალი, მეგრული ზრდილობის, თავაზიანობის ეტალონი იყო.. სიტყვამოქარგულიც იყო და ტკბილმოუბარიც... ინტელიგენტი, ჩუმი და მშრომელი... მასთან საუბარს არაფერი ჯობდა, მისი ენაკვიმატი, სახუმარო ფრაზები ყველამ ვიცოდით სამეზობლოში... ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი: - დიდებული ქალი იყო ბაბუცა გოგოხია, დიდებული და განუმეორებელი, რომელიც ძალიან დააკლდება ზუგდიდს“,  - წერს გიორგი კალანდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×