რეზონანსი
13.08.2022

30 წლის მამაკაცმა, რომელმაც ბოლივიაში, ქალაქ ელ ალტოში მიმდინარე ფესტივალზე გონება დაკარგა, კუბოში გაიღვიძა. ამის შესახებ The Mirror წერს.

ვიქტორ უგო მიკა ალვარესი ამბობს, რომ დედამიწისადმი მიძღვნილ ფესტივალზე დიდი რაოდენობით კოქტეილს სვამდა, შემდეგ განვითარებული მოვლენები კი უკვე აღარ ახსოვს. როდესაც ის გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ დახურულ კუბოში წევს.

"მახსოვს მხოლოდ ის, რომ მეჩვენებოდა თითქოს საკუთარ საწოლში ვარ, მინდოდა ადგომა და ტუალეტში გასვლა, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი," - იხსენებს ალვარესი. ის ეჭვობს, რომ ფესტივალის სხვა მონაწილეებმა ის ცოცხლად დამარხეს, როგორც დედამიწისთვის შეწირული მსხვერპლი.

ალვარესმა კუბოს შუშის სახურავის გატეხა და თავის დაღწევა შეძლო. ამის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში მივიდა, თუმცა სამართალდამცავებმა მას არ დაუჯერეს იმ საბაბით, რომ ის ძალიან ნასვამი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×