რეზონანსი
13.08.2022

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ 21 წლის გიორგი დიდებაშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში  ემშვიდობებიან:

,,რა უნდა დავწერო, არ ვიცი, გული გამეყინა, ძალიან, ძალიან მწარეა. გიო, ჩემო კეთილო და ჭკვიანო, მიყვარხარ, შენთან გატარებული ყოველი წუთი, ყველა საუბარი, რჩევა, დახმარება, შენი იუმორის გრძნობა სულ მემახსოვრება.

მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ სადღაც უფრო მაგარ ადგილას ხარ შენი ფანტაზიებივით ნათელ და ლამაზ სამყაროში, ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან შორს".

,,ღმერთს მასთან საუკეთესოები მიჰყავსო, მართალი ყოფილა... უფალმა ნათელში გამყოფოს".

,,სამყაროში არავითარი კანონი არ არსებობს. გვაპატიე, რომ ვერ გიშველეთ".

„ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს ვერაგი დაავადება დაგამარცხებდა ასეთ ძლიერ ადამიანს!  

ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და სტუდენტი იყავი!", - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

გიორგი დიდებაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×