რეზონანსი
12.08.2022

დათა გუგავას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.როგორც ცნობილია, დათას 2 წლის წინ დედა გარდაეცვალა, ბიჭს ნერვიულობაზე ლეიკემია განუვითარდა. დათა შვეიცარიაში მკურნალობდა, მაგრამ ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ რეციდივი დადგა და გარდაიცვალა. 

„მე ასეთი დათუჩა მინდოდა გვყოლოდა. მე ასეთ პრინციპულ დათუჩას ვიცნობდი. როგორ მინდოდა გაგემარჯვებინა, როგორ არ დაუფასე შენს დაიკოებს, მამიკოს და შენს ყველა კეთილის მსურველს. დათუჩა შენ წახვედი შენს ტკბილ დედიკოსთან, უფალს ჰყვარებია, ამ დღეს რომ არ მოესწრო. როგორ მინდოდა, გუშინ შენს დაიკოებს, რაიმე იმედი მოეწერათ, ცალ-ცალკე მივწერე და უიმედო პასუხებმა გული დამიღონა...

უფალს ვთხოვ, განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, მოგვიკითხე დედიკო დიდი სიყვარულით...

წელს ჩემს შვილებს ორივეს გარდაეცვალა კლასელები, ეს რამხელა ტრაგედიაა მათთვის. მოეფერეთ ერთმანეთს.

თანაგიგრძნობთ ჩემი შვილების მეგობრებო, მშობლებო და პედაგოგებო, ვილოცოთ მათთვის, ამინ“, - წერს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელი. 

წყარო: prime time

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×