რეზონანსი
12.08.2022

თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა 21 წლის სტუდენტი, გიორგი დიდებაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა. მას ლეიკემია ჰქონდა და ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

„დავიღალე ძალა აღარ მაქვსო მწერდა, მაგრამ შევთანხმდით რომ ჩავიდოდი ის უკვე გამოჯანმრთელებული უნდა ყოფილიყო!

რამდენი ვიბრძოლეთ, რამდენჯერ ვუთხარი ერთად აღვნიშნოთ ორივეს კარგად ყოფნა მეთქი. ეცინებოდა და არც მპირდებოდა. რომ გვეგონა ბოლოში გავდივართ და სადაც არის #დიდება ფეხზე დადგებაო მაშინ დაგვტოვე, ბოლოს მომიკითხა რამდენიმე დღის წინ, როგორ ხარო და დღეს წავიდა, ალბათ დაისვენა, მაგრამ სიცოცხლე როგორ უნდოდა ნეტა იცოდეთ, პირველი რას გააკეთებ რომ ადგები თქო და თსუ ბიბლიოთეკაში დავჯდები და ჩემს ნაშრომს დავამთავრებო სიცილით მითხრა.

ყველას გისამძიმრებთ ვინც გიორგისთვის იბრძოდით !! ყველა მის მეგობარს.

მაგრამ მის ოჯახს, როგორ მივუსამძიმრო, რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ყოველ დღე ველოდებოდი რამე საზეიმო სიახლეს და დღეს დილით ამხელა ტკივილი და იმედგაცრუება დამახვედრე.

დროებით #დიდება

სხვა დროს და სხვა განზომილებაში აღვნიშნოთ... შენი გაცილების საშუალებაც არ მაქვს ამ წყეული მანძილის გამო", - წერს გარდაცვლილი ახალგაზრდას მეგობარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგის 2021 წლის ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×