რეზონანსი
11.08.2022

საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,გუშინ, ათენის აეროპორტში ჩემი თვალით დანახული ქართველი მინდა დაგანახოთ.

რეგისტრაცია გავიარე და მოსაცდელ ოთახში დავჯექი სხვა ქართველებთან ერთად.

მოვიდა გაფრენის დრო და კიდევ ერთი რეგისტრაციის გავლა მოგვიწია თვითმფრინავში ასვლამდე.

რომ წამოიშალა ხალხი და დადგა რიგი, ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მალე გაივლიდა რეგისტრაციას და ავიდოდა თვითმფრინავში.

ყაყანი, ერთმანეთზე მიჯდომა.

მესაზღვრემ 4-ჯერ მისცა შენიშვნა ( ხმამაღალი ტონით) რიგი დაიკავეთ, დაიცავით დისტანცია და ერთ ხაზზე დადექითო.

მე ამ დრო ვიჯექი, ვაკვირდებოდი ქართველებს და გულწრფელად გეუბნებით, სირცხვილით მოვკვდი.

მე შემრცხვა ამ ადამიანების მაგივრად.

ველოდებოდი როდის გაივლიდა ყველა, რომ ბოლოს მე მივსულიყავი, მშვიდად, აუღელვებლად...

აი, ამ დროს დავინახე ის, რაც აქამდეც კარგად ვიცოდი, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპა არაფერს გიშველის თუ შენ არ არ გაქვს შინაგანი კულტურა, თავმოყვარეობა და ღირსება.

ამას ევროპაში კი არა, არსად არ ასწავლიან.

თუ ხარ სულით ბანძი და გაუთლელი, დარჩები ისეთად, სადაც არ უნდა იცხოვრო!ვერავინ და ვერაფერი შეგცვლის, ხარ შეუმდგარი ადამიანი და მორჩა!ხო, კიდევ ერთი რამ. მაღიზიანებს ქართველებისგან და მაინტერესებს რატომ აკეთებთ ამას. როგორც კი პილოტი გამოაცხადებს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შევედიო, ეგრევე გესმის ქამრების გახსნის ხმა და ფეხზე წამომდგარ ჩასასვლელად მზად ადამიანებს.მერე ისევ ბორდამცილებლის ხმა, დაჯექით, შეიკარით ქამრები და დაელოდეთ თვითმფრინავის დაშვებას.აი, რატომ აკეთებთ ამას?ან თვითფრინავში ასვლას რატომ ჩქარობთ, ან ჩამოსვლას????", - წერს მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×