რეზონანსი
09.08.2022

ნა­ტახ­ტარ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი საინტერესო დეტალებს იხსენებს:

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, ამ­ქვეყ­ნად მე­ო­რედ ვე­ღარ მო­ვალთ და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. თა­ვა­დაც დავ­დი­ვარ მან­ქა­ნით ქა­ლაქ­ში და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს...

გული მიკ­ვდე­ბა. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც მა­მუ­კა იყო, ასეთ შეც­დო­მებს ეწი­რე­ბი­ან. ეს ხომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და სამ­წუ­ხა­როდ, არც ბოლო იქ­ნე­ბა... ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თავ­გან­წი­რუ­ლი თა­ნად­გო­მა შე­ეძ­ლო. ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ხალ­ხს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია - ეს ასე ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მა­მუ­კამ­დე მა­მა­მის­თან ვმე­გობ­რობ­დი. მის­ნა­ი­რი კა­ცის შვი­ლი სხვა­ნა­ი­რი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. გენო უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი­ვე უან­გა­რო და კე­თი­ლი. მა­მუ­კა­ზე 16 წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არას­დროს ყო­ფი­ლა.

სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბას მა­მა­მის­მა აზი­ა­რა. ისიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და. მა­მუ­კაც ბო­ლომ­დე ემ­სა­ხუ­რა ამ საქ­მეს. ბუთ­ქუ­ნა იყო და სი­ა­რუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა უჭირ­და, მაგ­რამ საქ­მე ხატ­ვით გა­აგ­რძე­ლა. მარ­თლაც, ყო­ველ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო... გულ­ში დარდს ატა­რებ­და, მაგ­რამ ამა­ზე სხვას არას­დროს უყ­ვე­ბო­და, მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებ­მა ვი­ცო­დით. არას­დროს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ რა­ღაც აწუ­ხებ­და. ამი­ტო­მაც იყო დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი," - აღნიშნა ჟურნალ "გზასთან" ნუგზარ კვაშალმა.

"გზა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×