რეზონანსი
01.07.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სამსახურში ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო გელით და ეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. სასურველია, რომ ჯერ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, თორემ შეიძლება აგისრულდეთ.

კურო

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი თავიდან აიცილოთ - ეს შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, მოგებიან ბიზნესშეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ და გარშემო მყოფთა მოწონებას იმსახურებთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, ახლა კარგი დროა, რომ ოცნება აისრულოთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კირჩხიბი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - შეიძლება ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს და ვეღარაფერი შეცვალოთ. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, თორემ შეიძლება შეცდომა დაუშვათ. საღამოს, ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

ლომი

დილიდან დატვირთული დღე გელით. შეიძლება გაგიმართლოთ და პირადი ცხოვრების პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. შესაფერისი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის და ეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ.

სასწორი

შეიძლება ამ დღეს საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები უნდა მოინახულოთ.

მორიელი

ეს დღე კარგია ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - გადაღლილი ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ. მოერიდეთ რისკს, თორემ შეიძლება დაზარალდეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. რამდენიმე დღე თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისგან.ეცადეთ შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება გეგმების დარღვევა მოგიწიოთ.

თხის რქა

ეს დღე თქვენს მნიშვნელოვან ქმედებებს განსაზღვრავს. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით, რომ სიტუაცია თქვენს საზიანოდ არ შეიცვალოს. გირჩევთ საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ და ზოგადად, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნოთ.

მერწყული

შესანიშნავი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, მომავალში სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ.

თევზები

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიხარულო სიახლეს მოგიტანთ. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×