რეზონანსი
30.06.2022

რეჟისორი რობერტ სტურუა ვატიკანში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მიერ გამართულ კონცერტს ეხმიანება.

„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტის კაპელაში - არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები!

არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!" - წერს სტურუა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს „შენ ხარ ვენახი" და პატრიარქის „ავე მარია" შესრულდა. მანამდე კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში გამართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×