რეზონანსი
30.06.2022

პოლონეთში ხიდიდან გადავარდნის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქართველ მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაცია ემიგრანტთა ჯგუფში ვრცელდება.

"ყველაზე მძიმე პოსტია, რაც ოდესმე დამიწერია და როგორ დავალაგებ არ ვიცი, მაგრამ ზაზასთვის უნდა ვცადო... 31 იანვარს, პოლონეთში, ქართველი ბიჭი, ზაზა დავითაძე ხიდიდან გადავარდა...

3 ოპერაციაა თავის ტვინზე ჩატარებული, დღემდე არის კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატზე აღარაა მისი სიცოცხლე დამოკიდებული, მაგრამ მის დღევანდელ მდგომარეობასაც კომატოზური ჰქვია...

ერთადერთი თხოვნა აქვს ოჯახს, რომ საქართველომდე გადმოვიყვანოთ. სპეცრეისმა მოითხოვა 17 ათასი ევრო, სახელმწიფომ 1 თეთრი არ გაიღო, არც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ოჯახს არ გააჩნია ეს სახსრები. ზაზა იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

გევედრებით, დაგვეხმარეთ მხოლოდ გადმოყვანაში.

ივლისის ბოლოს საავადმყოფოში უკვე გადასახადი წესდება, ყველა ფინანსური რესურსი ამოწურულია, არც საავადმყოფოს ხარჯების გაწევის შესაძლებლობა აქვს ოჯახს.

ზაზას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მამას ელოდებიან. ასევე, ზაზას მამაც არის ონკოპაციენტი.

გევედრებით, ერთად დავდგეთ, რომ 31 წლის ზაზა დავითაძის სიცოცხლე გადავარჩინოთ და საკუთარი შვილები და მშობლები კიდევ ჩაეხუტონ", - წერენ ჯგუფში. 

ოჯახი ცხოვრობს ჩაქვის სოფელ გორგაძეებში.

საქართველოლოს ბანკის ანგარიში:

GE59BG0000000537649796

მიმღები დავითაძე ნარგულ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×