რეზონანსი
14.05.2022
რეკლამა
რეკლამა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის სიმპტო­მებ­ზე წერს, რო­მე­ლიც აშშ-ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა­თა 90%-ზე მეტს ჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, 10%-ზე მეტ შემ­თხვე­ვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­რო ხდე­ბა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა

„ბოლო ხა­ნებ­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ბავ­შვებ­ში ახა­ლი, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვებს, რომ­ლე­ბიც და­ფიქ­სირ­და აშშ-ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში. შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულს აღ­წევს. ასა­კი 1-დან 16 წლამ­დე მერ­ყე­ობს.

სიმპტო­მე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია: კა­ნის და თვა­ლის სკლე­რე­ბის სიყ­ვით­ლე, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ სიმპტო­მე­ბი, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­გორც წესი, ნორ­მა­ლუ­რია.

შემ­თხვე­ვა­თა 90%-ზე მეტს ჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. 10%-ზე მეტ შემ­თხვე­ვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­რო ხდე­ბა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა.

ნა­წი­ლი გან­კურ­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ბავ­შვებ­ში არ დას­ტურ­დე­ბა აქამ­დე ცნო­ბი­ლი არც ერთი ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი (A,B,C,D,E). დიდ ნა­წილ­ში გა­მოვ­ლინ­და ადე­ნო­ვირუ­სის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარ­კვე­ულ ნა­წილს და­ეს­ვა კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი, ან ჰქონ­დათ ახ­ლად გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დი. ზო­გი­ერთს ერ­თდრო­უ­ლად აღე­ნიშ­ნე­ბო­და ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და კო­ვი­დი.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ჰე­პა­ტი­ტის ეს ახა­ლი ფორ­მა, შე­საძ­ლოა, ბავ­შვებ­ში კო­ვი­დის აქამ­დე ცნო­ბი­ლი ერთ-ერთი გარ­თუ­ლე­ბის, მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის (MIS-C) ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს.

მოკ­ლედ, ჯერ-ჯე­რო­ბით ამ შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ უც­ნო­ბია.

მშობ­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ და არ გა­მორ­ჩეთ ბავ­შვებ­ში სიყ­ვით­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ასე­თის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×