რეზონანსი
14.05.2022
რეკლამა
რეკლამა

ამ წუთებში მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ტარდება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის იყო კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.

წულუკიანმა ყველა ქალს და მათ გვერდში მყოფ ადამიანებს მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის, მათ შორის საკუთარ მეუღლესაც.

„ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეებს, მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძელობისა და მოთმინებისთვის, იმიტომ რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული და მოთმინებით აღვსილი ქალი და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა შეურაცხყოფისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონებო თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრს, თქვენს მეუღლეებს. ასევე ჩემს მეუღლეს მინდა ვუთხრა მადლობა, იმიტომ რომ ისინი არიან კაცები, რომლებსაც შეურაცხყოფის მოთმენა და ჩვენი მხარდაჭერა უწევთ და თუ ჩვენ დღეს წარმატებულები ვართ, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა", - თქვა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×