რეზონანსი
04.12.2021
რეკლამა
რეკლამა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი იხსენებს, რომ გერმანიაში მოგზაურობისას მძარცველების მსხვერპლი გახდა.

"გერმანიაში მოხდა მსგავსი რამ. ორი მეტრის დისტანციაზე დავტოვე ორი ჩემოდანი, დიდი და პატარა. პატარაში იყო ახალი ნაყიდი ტანისამოსი და ლეპტოპი, რომელშიც მთელი ჩემი შემოქმედებითი არქივი მქონდა შენახული. ბანკომატიდან ფული გამომქონდა. უკან ყოველ წამში ვიხედებოდი, მაგრამ ბოლოს, თანხა რომ ავიღე და მოვიხედე, ჩემი პატარა ჩემოდანი აღარ იყო, გამქურდეს და სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე ჩემი ნივთები. მთელი არქივი დავკარგე და ამან ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, ყველა ფოტო-ვიდეო მასალა იქ მქონდა შენახული და ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი" - ამბობს მომღერალი ჟურნალ "თბილისელებთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×