რეზონანსი
15.04.2021

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და თავის პირად ისტორიაზე წერს, რომელიც წლების წინ გადახდა, როცა დაოჯახებული იყო.

ცის­ნა­მი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ წლების წინ თავადაც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, ვინც მას თავს და­ეს­ხა, რო­გორც თა­ვად წერს, ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლია:

"მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც არ მა­ლავს და ღიად სა­უბ­რობს, რომ ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ჩემი მხარ­და­ჭე­რა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მათ.

გა­დავ­წყვი­ტე, მეც ვი­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე და გა­ვიხ­სე­ნო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მეც ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან, არა­მედ მისი მა­მის­გან. ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, ირაკ­ლი სულ რა­ღაც ორი თვის იყო. ვერა და ვერ ვრიგ­დე­ბო­დი ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან. ქალი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რად მა­ნად­გუ­რებ­და და ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვი, მა­გის გამო "ყივ­ჩაღს" მე­ძახ­და. ხში­რად მოგ­ვდი­ო­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ჩხუ­ბი. ბოლო ჩხუ­ბის დროს ჩემ­მა ყო­ფილ­მა მა­მამ­თილ­მა, ირაკ­ლის პა­პამ სა­ხე­ში ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ თავ­ბრუ და­მეხ­ვა და იქვე ახლო მდგომ დი­ვან­ზე და­ვე­ცი. იმ სა­ღა­მოს, ასე სილა გაწ­ნუ­ლი ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში სახ­ლი­დან გა­მაგ­დეს. ღამე მე­ზო­ბელ­თან გა­ვა­თე­ნე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს და გა­ა­ხა­როს მე­ზო­ბე­ლი ნა­ი­ა­რა დე­ი­და. ჩემი ქმა­რი მთვრა­ლი იყო და ეძი­ნა. მე­გო­ნა მე­ო­რე დღეს და­წყნარ­დე­ბი­ან ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი და უკან მიგ­ვი­ღე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ რაის უკან მი­ღე­ბა, ჩემი ნივ­თე­ბი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილს და ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში მო­მი­ყა­რა, სა­დაც მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი.

მერე იყო დიდი წვა­ლე­ბა, უბე­დუ­რე­ბა. ვი­ყა­ვი უმუ­შე­ვა­რი, უფუ­ლო, უსახ­ლკა­რო და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში. მა­შინ არ იყო სა­ფა­რი/Sapari და Baia Pataraia. მივ­მარ­თე ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი / Anti-Violence Network of Georgia-ს, ქალ­ბა­ტონ Nato Shavlakadze-ს, Manana Purtskhvanidze-ს. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. მათი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, მის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, ცხო­ნე­ბულ სულო ბე­ბოს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ირაკ­ლის გაზ­რდა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. არა­ვინ არ იყო ჩემს გვერ­დით. ძა­ლით გა­მაგ­დეს სახ­ლი­დან, არაფ­რის გამო და დამ­ტო­ვეს ღია ცის ქვეშ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მე ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, ცხოვ­რე­ბამ სას­ტი­კად გა­და­უ­ხა­და სა­მა­გი­ე­რო!

მე­ო­რედ რო­დის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­გა­საც გე­ტყვით. პა­ტა­რა ბავ­შვით სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლიც არა­ვინ მყავ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს­მა, უძ­ვირ­ფა­სეს­მა ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ და­მა­კავ­ში­რა სან­დრა რუ­ლოვსთან. სან­დრას­თან უნდა მე­მუ­შა­ვა, მის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­კო­ში". გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვი ერთი დღით მა­მა­მის­თან და­მე­ტო­ვა, რად­გან მე პუ­რის ფული მე­შოვ­ნა. ავ­დე­ქი და წა­ვიყ­ვა­ნე თვე­ე­ბის ირაკ­ლი თა­ვის სახ­ლში. დავ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. იმ დღეს მაგ­რად ვი­მუ­შა­ვე. სან­დრა ლტოლ­ვი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის კონ­ცერტს მარ­თავ­და და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქი და თან ჩემი ფიქ­რე­ბი პა­ტა­რა ირაკ­ლის­თან იყო.

შიმ­ში­ლის­გან და გუ­ლის წას­ვლის­გან ქალ­ბა­ტონ­მა მაკა დარსაველიძემ მიხ­სნა. რომ და­მი­ნა­ხა სა­ხე­ზე ფერი არ მედო, თბი­ლი ბულ­კე­ბი მი­ყი­და და და­მა­პუ­რა. იმ ბულ­კე­ბის გემო ახ­ლაც მახ­სოვს. მიყ­ვარ­ხართ ქალ­ბა­ტო­ნო მაკა. თქვე­ნი სი­კე­თე არ მა­ვი­წყდე­ბა. სულო ბე­ბოს სახ­ლში მი­ვე­დი. იმ დღეს წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხეს ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის ოჯახ­მა. ბავ­შვი მოგ­ვიყ­ვა­ნაო, ეს რო­გორ გვა­კად­რა არის­ტოკ­რა­ტებ­სო! სულ ამას გა­ი­ძა­ხო­და ის ქალ­ბა­ტო­ნი, ჩვენ არის­ტოკ­რა­ტე­ბი ვართ და შენ "ყივ­ჩა­ღი" შე­მო­მი­ვარ­დი სახ­ლშიო!

იმ სა­ღა­მოს ბავ­შვი უკან უნდა მო­ეყ­ვა­ნათ. გა­რეთ ეზო­ში გა­ვე­დი, რომ ირაკ­ლი გა­მო­მერ­თმია. ბავ­შვი უკვე ხელ­ში მე­კა­ვა, როცა მათი ნა­თე­სა­ვი, მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია / CEC of Georgia-ის თავ­მჯდო­მა­რე, Guram Chalagashvili დიდი ჯი­პი­დან გად­მო­ვი­და და თა­ვი­სი დიდი ტო­რით ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ კი­ნა­ღამ პა­ტა­რა ირაკ­ლი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და და მი­წა­ზე და­ვარ­და. ხმა ვერ ამო­ვი­ღე. შოკი მი­ვი­ღე. სილა მი­ვი­ღე იმის­თვის, თუ რო­გორ ვი­კად­რე და მის ნა­თე­სა­ვებს ვა­წუ­ხებ!

სახ­ლში რომ შე­ვე­დი მთე­ლი სახე გა­წით­ლე­ბუ­ლი მქონ­და. ახ­ლაც მახ­სოვს იმ სი­ლის სიმ­წა­რე. მას მერე მძულს ეს კაცი და როცა კი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დის, გული მე­რე­ვა. რო­გორ იყე­ნე­ბენ მა­სეთ მო­ძა­ლა­დეს ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში გვერ­დით? ალ­ბათ თა­ვის ცოლ­საც ასე უბა­გუ­ნებს. მა­შინ მე პატ­რო­ნი არ მყავ­და და ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მოვ­თხოვ­დი. ახლა ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი მე ვარ და ვი­თხოვ ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე კაცი და­ი­სა­ჯოს! არას­დროს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა იმ სი­ლის სიმ­წა­რე! წლე­ბის წინ ფე­ის­ბუქ­ზე მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ აღარ ახ­სოვ­და ვაჟ­ბა­ტონს! მეკი ეგ სიმ­წა­რე დღე­საც კარ­გად მახ­სოვს! ხოდა არ გა­ე­კა­როთ მაგ მო­ძა­ლა­დე კაცს, რო­მე­ლიც უსუ­სურ, მე­ძუ­ძურ დე­დას არაფ­რის გამო სი­ლას აწ­ნავს!

ახლა გა­მოვ­ლენ მა­ვა­ნი და იტყვი­ან იგო­ნებ­სო, მაგ­რამ ღმერ­თია მოწ­მე, რომ ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე დავ­წე­რე. რა­ტომ მა­შინ არ ვთქვი? იმი­ტომ რომ შე­მე­შინ­და! მე ვინ ვი­ყა­ვი, ერთი ტლუ, სოფ­ლე­ლი, და­უც­ვე­ლი გოგო. მას შემ­დეგ 13 წლი გა­ვი­და და ასე მგო­ნია ის სილა ცა­მეტ­ჯერ გა­მაწ­ნა ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა! ახლა არ მე­ში­ნია არა­ვი­სი! მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბი უნდა ამო­წყდნენ და გა­და­ჯიშ­დნენ! ქა­ლე­ბო არ შე­გე­შინ­დეთ! გა­მო­დით და ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რეთ ძა­ლა­დო­ბა­ზე! ვე­ლო­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწორ რე­აქ­ცი­ას და მხარ­და­ჭე­რას.

მად­ლო­ბა ყვე­ლას. პა­ტი­ვის­ცე­მით, ცის­ნა­მი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×