რეზონანსი
23.02.2021

დღეს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. ამ დღეს შვილები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, ძირითადად, მამის საახლობლო წრის გარემოცვაში ტრიალებენ და იხსენებენ განსაკუთრებული ენერგეტიკის გიოს.

მამის ხასიათის შტრიხები, მანერები, ნაკვთები სამივე შვილშია გაბნეული. მათ შორის ნოდარიკო ყველაზე უფროსია. როგორც ის ამბობს, მამას დაუდგრომლობით, ემოციურობით და მოძრაობის სიყვარულით ჰგავს.

„გიოს იმხელა საახლობლო წრე ჰყავდა, ხან ვის ვნახულობთ, ხან ვის. დაგეგმილი არაფერი გვაქვს. საფლავზე გავდივართ და მერე სხვადასხვანაირად. ჩემი მეგობრებიც მოდიან ხოლმე ჩემთან სახლში და ასე, ვიხსენებთ მამას... ვნახულობ გიოს უახლოეს მეგობრებს. ახლა პანდემიაა, ვერაფერს დაგეგმავ. ეს სიტუაცია, ზუსტად ვიცი, ძალიან შეაწუხებდა (იცინის). მეც მიჭირს და ყველას, ვინც აქტიური ადამიანია. ვერ გაჩერდებოდა სახლში.

რაღაც რომ მიხარია, ან მწყინს, მინდება ხოლმე გავუზიარო. შეიძლება ცხოვრების მხიარულ ეპიზოდში დამაკლდეს, ან - მინორულისას“ - ამბობს ნოდარიკო ხუციშვილი.

მამის ბოლო სიტყვებს იხსენებს გიოს ქალიშვილი ელენე:

„მე და გიოს დიდი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა. მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა“ - თქვა ელენე ხუციშვილმა.

მომღერალს უახლოესი მეგობარი დაბადების დრეს ულოცავს:

„დაბადების დღეს გილოცავ, ხუცო, იქ, ცათა სასუფეველში... ისევ ძალიან ახლოს ხარ აქ ჩემს გულში... პირველი რეპეტიციიდან ბოლო შეხვედრამდე, ბევრი ულამაზესი მოგონება დამიტოვე, მეგობარო. მადლობა, რომ იყავი, ხარ, და იქნები“ - ნატო გელაშვილი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )