რეზონანსი
14.01.2021

თეა ჟამუტაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მძიმე ბავშვობაზე წერს:

,,ხუთი წლისა ფეხშიშველი ბატებს მწყემსავდა, ოჯახს ეხმარებოდა. ერთი სათამაშოც არ ჰქონია. ველოსიპედი ძალიან სდომებია. დედას უთქვამს, კაკალს გავყიდი და გიყიდიო. მთელი გულით აგროვებდნენ, მაგრამ თანხა მაინც არ ეყოთ….

მერვე კლასში ექსკურსიისთვის 10 მანეთი ყოფილა საჭირო. ეს რომ გაუგია, თანატოლებისგან შორს დამდგარა. დირექტორის კითხვაზე, რა მოხდაო, უპასუხია, ვერ წამოვალო. იქნებ 10 მანეთი დედას როგორმე ეშოვნა კიდეც, მაგრამ ოჯახს ლუკმა ვერ მოაკლო. მისი ექსკურსიის თანხა დირექტორს ჩუმად დაუდია. წლების შემდეგ სხვისი გაწვდილი ხელი არ დავიწყებია, მამამისზე ნაკლები პატივი არ მიუგია, ცოცხალსაც უპატრონა და მიცვალებულსაცო. 

ერთი უჩინარი კაცი ქველმოქმედებაში დიდ თანხებს ხარჯავდა, ის კი არ ვიცოდით, მართლა არსებობდა თუ არა. იჯდა თავისთვის ჩრდილში და ქვეყანას გვერდში ედგა….

2012-ში რომ არა ბიძინ, ახლა რამდენის საფლავზე მექნებოდა ცრემლი დაღვრილი…

ყველას ყველაფერი დაავიწყდა. დელფინარიუმი ვჭამო? რა დროს თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზებია, ხეებს გლეჯს, ეზოში რგავს, ქუთაისის უნივერსიტეტი ვის რად უნდა…

იმ მშენებლობაზე ხალხი არ მუშაობდა? ბოდიში, ჯიბეში ვერ ჩაგიკუჭათ…

თქვენი დახარჯული ლარიც გვანახეთ, რა!.. მაინც რამდენი წაიღო ამ დაქცეული ქვეყნიდან?!

ასეთი გაჭირვებული ცხოვრება რომ გამოგევლოთ, შემდეგ მილიარდები გეშოვნათ, 2012-ში მკვლელის ხახაში რომელი შევარდებოდით?! დედამიწის რომელ კუნჭულშიც გაუხარდებოდა, უდარდელად იცხოვრებდა, მაგრამ დარჩა და მკვლელი დაამარცხა!..”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (16)
ჩაწერა სახელი
ბაია   (15.01.2021)
ისეთი ადამიანები ლანძღავენ ბიძინას, ვინც უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა, ან ოჯახის წევრები გადაურჩინა. ლანძღავენ ისინიც, ვინც ბიუჯეტის ქურდობას ჩამოაშორა, ისინიც ვინც მკაცრ სასჯელს იმსახურებდა და კოჰაბიტაციაში მოახვედრა. განსაკუთრებით ილანძღებიან შეუმდგარები, თვითონ რომ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ და ყოველთვის სხვის სამადლოს ელოდებიან. ილანძღებიან ისინიც, პოლიტიკა ში მოსვლა ყველაზე მომგებიან ბიზნესად რომ მიაჩნიათ ბიძინას გაკეთებული საქმეები რომ ჩამოვაშოროთ ქვეყანას, ნეტავ რა შეგვრჩება

დიანა   (15.01.2021)
უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა იმისათვის რაც საქართველოს და მის ხალხს გაუკეთეთ ღმერთმა შეგიწიროთ მე მადლიერი ვარ და უმადურებს მიუტევეთ რამეთუ არ იციან რას ჩადიან!

დავითი   (15.01.2021)
ბოდიშს ვიხდი შედარებისთვის მაგრამ, ღორი უნდა იყოს ის არსება, ვინც ივანიშვილის სიკეთეს ვერ დაინახავს, რა პოზიციაც არუნდა ეჭიროს.

მანანა   (15.01.2021)
უმადური ხშირად ისაა,ვინც მათხოვარს ჩაუვლის და კაპიკს ვერ გაიმეტებს.სამაგიერიდ სხვის სიმდიდრეზე უჭირავს ხარბი თვალი‼️‼️‼️

******   (15.01.2021)
ალბად წლების შემდეგ, როცა არც ბიძინა და არც ჩვენი საშუალო თაობა აღარ იქნება, მაშინ დაინახავენ და დააფასებენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს ქვეყნის წინაშე, ახლა კი როგორც გვჩვევია, დიდი კონსტანტინესი არ იყოს "დიდი კაცი თუ გამოგვერია ვინმე,ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."

მალხაზ კოჩალიძე   (15.01.2021)
ნამდვილად დიდია ივანიშვილის ღვაწლი მას საქართველო და თავისი მდგომარეობა ფულის საკეთებლად არ გამოუყენებია პირიქით.

საფიკო   (15.01.2021)
ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ყველა ის ადამიანი ვინც მისი სიკეთე დაინახა და დააფასა.

საფიკო   (15.01.2021)
ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ყველა ის ადამიანი ვინც მისი სიკეთე დაინახა და დააფასა.

ნინო მელანაშვილი   (15.01.2021)
ქველმოქმედი კაცი,რომლის სახეც არ ვიცოდით წლების მანძილზე,დღეს ჩემი ფავორიტია! ჩეხეთში,სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ვდგავარ ჩემს უცხოელ თანამშრომლებს შორის, ვყვები ბიძინას ქველმოქმედების შესახებ და რას ვხედავ , რამდენიმე წყვილ გაოცებულ და აცრემებულ თვალებს.. ყელში ბედნიერების ბურთი მაწვეება. მართლაც მეამაყებით ნამდვილო ქართველო,აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას!

ქეტევან   (14.01.2021)
ღმერთმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მისცეს, დიდი ქველმოქმედი და მაღალი ზნეობის ადამიანია...დიდი პატრიოტი...მადლობა ამდენი სიკეთისთვის...

ნონა   (14.01.2021)
ზუსტად, მეც ანალოგიურს ვფიქრობ, მაგარია!..ჩემი პატივისცემა ბტ. ბიძინას.

Jemal zoidze   (14.01.2021)
ზუსტად მაგ უმადურობის და დაუნახაობის სასჯელია დგეს რომ გმერთმა თავს დაგვატეხა მთელ ქვეყანას მაგრამ ურწმუნო და სშეუგნებელი ამას მაინც ვერ მიხვდება გმერთმა ადგეგრზელოს ყველა სიკეთის მკეთებელი

ნანა ბარამაშვილი   (14.01.2021)
დაუნახავი კაცის თვალები მუდამ დახუჭულია იმიტომ ვერ ხედავენ ამ კაცის ამაგს გაიხაროს თავის ოჯახთან ერთად

ალექსი   (14.01.2021)
უმადურ ხალხს ვერაფერი დაანახა.

ნერიმან   (14.01.2021)
უფალმა ადღეგეგრძ3ლოს!

ანა სამუნაშვილი.   (14.01.2021)
დიდხანს იცოცხლოს ,გაიხაროს. უგუნურებს მაინც ვერ გაგებინებთ.სანთელ საკმეველი გზას არ კარგავს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×