რეზონანსი
14.01.2021

რამდენიმე საათის წინ, თიანეთის რაიონში რძალმა 96 წლის მამამთილი და მისი ადვოკატი სცემა. ფიზიკურ შეხლა-შემოხლას წინ ქონებრივი დავა უძღოდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მრავალი წელია გრძელდება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთების ნახევარი 96 წლის მამაკაცის პირად საკუთრებაშია, ხოლო ნახევარი შვილის სახელზე ირიცხება. მოხუცის ვაჟსა და რძალს სრული ქონების თავიანთ საკუთრებაში გადატანა სურთ, რასაც მოხუცი ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ მათ შორის მწვავე კონფლიქტია.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მოხუცს ცხოველების სადგომში მიუჩინეს ადგილი. გომურში მას ერთი ტახტი დაუდგეს. 96 წლის მამაკაცს არასაცხოვრებელ ფართში არც გათბობის და არც სხვა საშუალება ჰქონდა, რაც პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელია. გაუსაძლის ყოფაში მცხოვრებმა ვარდო თათარაშვილმა დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა. მის უფლებებს ნანა ფარჩუკაშვილი იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად მისულ უფლებადამცველს თავს რძალი დაესხა, რომელიც მანამდე ნანა ფარჩუკაშვილს უმტკიცებდა, რომ მამამთილის მხრიდან თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, თუმცა დღეს მან მამამთილთან ერთად მის ადვოკატსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნანა ფარჩუკაშვილს მობილური ტელეფონი გაუტეხა და ყელიდან სამკაულებიც ჩამოაწყვიტა.

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ადვოკატთან ერთად რძლის წინააღმდეგ ჩვენებას პოლიციას აძლევს. ჩვენ ნანა ფარჩუკაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა როგორც მან გვითხრა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lali lali   (14.01.2021)
zustad eg dge tqvenc dagidgebat,es cxovreba aravis ar datovebs upasuxod yvelas miezgveba,analogiur situaciashi chavardebian,shvili da rzali


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×