რეზონანსი
19.11.2020

"მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია... მკურნალობას სახლში ვაგრძელებ" - როგორია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. შე­გახ­სე­ნებთ, მას და მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­უდ­გინ­დათ:

"მო­გე­სალ­მე­ბით. ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ჩემს შე­სა­ხებ ამ­დე­ნი ვწე­რო, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ინ­ტე­რე­სი დი­დია და შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს ვუ­პა­სუ­ხო, აქ დავ­წერ: ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იგი­ვეა და მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ - ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5 გრა­დუ­სი მქონ­და. ისევ მა­წუ­ხებს თა­ვის და ყე­ლის ტკი­ვი­ლი. ძლი­ე­რი ხვე­ლა და სი­სუს­ტე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობ ვიყო მხნედ და არ ჩა­მოვ­რჩე მოვ­ლე­ნებს. მა­გა­ლი­თად: გუ­შინ დის­ტან­ცი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში. "ფე­ის­ბუქ­ში" დავ­წე­რე მად­ლო­ბის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თქვენ გე­კუთ­ვნით - ვინც ინ­ტე­რეს­დე­ბით ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­უღ­ლეს - ანა თო­ფუ­რია თავს უკეთ გრძნობს. ღა­მით სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.1 გრა­დუ­სი ჰქონ­და. უმ­ნიშ­ნე­ლოდ აწუ­ხებ­და ყე­ლის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი. თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, მკურ­ნა­ლო­ბას სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­ვაგ­რძე­ლებ...სულ ეს არის და ეს... გა­უფრ­თხილ­დით თავს და გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (19.11.2020)
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. თქვენი და თქვენისთანა უაღრესად დასაფასებელი სპეციალისტების იმედითა ვართ. გაიხარეთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×