რეზონანსი
17.10.2020

დღე 17.

ხვალ ორი კვირა გახდება, რაც კლინიკაში ვარ. მომიყვანეს 37.6 სიცხით, რომელმაც ორ დღეში დამიწია, შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სიმპტომი გაქრა, გარდა ანალისზში ცვლილებისა და მერე ვირუსი ისევ გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი და ვწერდი ასეთი განვითარების შესახებ, მაინც ემოციურად არ იყო ადვილი ამ ყველაფრის გათავისება. სახავ გეგმებს, თავს ირთობ და მერე ისევ აქ გიწევს დარჩენა და იმაზე ფიქრი, თუ კიდევ რამდენ ხანს ვერ გახვალ გარეთ.

ზოგჯერ ვფიქრობ, ემოციურად უფრო მარტივი იქნებოდა, არ მცოდნოდა არც სისხლის ანალიზის და არც სხვა კლინიკური ნიშნების შესახებ. მხოლოდ სიცხეს გავიზომავდი და თავს დავიმშვიდებდი, რომ მაღლა არ მიწევს. მაგრამ რახანაც ამ ვირუსის მიმართ ინტერესი ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდია, მეც გადავწყვიტე, თუკი ვინმეს რაიმეში დაგეხმარებათ, გაგაცნოთ ჩემი, როგორც კოვიდდადებითი პაციენტის მდგომარეობა და ამით გარკვეულად შეგამზადოთ მაინც.

დღეს მინდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალს გადავუხადო მადლობა. ამ ადამიანებს: ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და ვეცდები, ყველასთან ერთად გადავიღო ფოტო და გაჩვენოთ ეს ადამიანები. მაინცდამაინც დღეს დავიწყე მათთან სელფების გადაღება და იმდენნი არიან, ცალ-ცალკე რომ დავდო, მაშინ კიდევ საკმაოდ დიდხანს მომიწევს აქ გაჩერება, რისი სურვილიც არ მაქვს. :D ასე რომ, მომდევნო დღეებშიც შემოვამატებ ფოტოებს.

მეტი დეტალით დღეს თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გეტყვით, რომ ირაკლის აუღეს ანალიზები და ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებელში ოოდნავი ცვლილება აქვს, მე კი სისხლის გამათხელებლის დოზა გამიზარდეს.

დაბოლოს, დღეს ემინემის დაბადების დღეა და გქონდეთ აგერ მისი ფრთიანი ფრაზაც: "ძალიან ბევრი სიმართლე ითქმის ხუმრობისას."

ჯანმრთელობა თქვენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×