რეზონანსი
16.10.2020

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ  დაუდასტურდა. 

როგორც ის ინტერვიუებში ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში ეპიდსიტუაციას ვერ აკონტროლებს.

„მგო­ნია, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად უნდა რე­კავ­დეს ექი­მიც და ეპი­დე­მი­ო­ლო­გიც ინფიცირებულთან, იმი­ტომ, რომ 18 სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე გარ­თულ­დეს, რომ მი­ვი­დეთ ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გამ­დე. მე­ო­რე თემა კი­დევ ისაა, რომ ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა თუ არ გა­არ­კვია, ვის­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, და­ვუშ­ვათ ახლა მე რომ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი მყავ­დეს...18 სა­ა­თის მერე რომ გა­არ­კვევ კონ­ტაქ­ტებს...", - ამ­ბობს ნოდიკო ტატიშვილი

მისივე თქმით, თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და მსუბუქ პაციენტად ითვლება

„რო­გორც მივ­ხვდი, ით­ვლე­ბა, რომ არ ვარ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, თავ­საც არ ვგრძნობ მძი­მედ, მაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სი­სუს­ტე, ცოტა დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ ცუ­დად ვარ, ვერ დავ­დი­ვარ და ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი.

როცა მინისტრს ვუსმენ, ის ძა­ლი­ან მშვი­დად სა­უბ­რობს. ამბობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს...რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცოტა მე­ტად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია იმი­ტომ, რომ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტთან 18 სა­ა­თის მერე რომ რე­კავს ექი­მი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, მე მგო­ნია, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. მინ­და ვუ­თხრა მი­ნისტრს, რომ თუ ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლე­ბო, ვერ აკონ­ტრო­ლებს, ალ­ბათ", - ამ­ბობს ტა­ტიშ­ვი­ლი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×