რეზონანსი
16.10.2020

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი აზრით, შეზღუდვების დაუწესებლობის გადაწყვეტილება „პოლიტიკური კეკლუცობაა“.

„არ მინდა ჩემი განცხადება იყოს პოლიტიკური, თუმცა გადაწყვეტილება, რომ არ წესდება შეზღუდვები, არის დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ.

ეს არის ჯანმრთელობაზე თამაში და პოლიტიკური კეკლუცობა. მაშინ, როცა ქვეყანაში დიდი საფრთხე არ იყო, ისეთი როგორიც არის დღეს, ქვეყანა მოსპეს, ჩაკეტეს და გვეშინოდა, რომ დავიღუპებოდით.

ჩვენ დღეს დავიღუპეთ, რადგან დღევანდელი ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად გვაქვს“, - ამბობს ჩალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×