რეზონანსი
20.09.2020

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი უკიდურესად აღშფოთებულია იმის გამო, რომ მაღაზიათა ქსელ „ნიკორაში“ შეძენილი პროდუქტი ვადაგასული და დაობებული აღმოჩნდა. ის გაფუჭებული პროდუქტის ფოტოს მის პირად ფეისბუქ გვერდზე ანთავსებს.

მას პოსტში ასევე ნახსენები ყავს კომპანია „სანტინო“ და მათ აფრთხილებს  მიაქციონ ყურადღება პროდუქციას.

„ეეე, ,,ნიკორა", ეს რა ჯანდაბაა! ხაჭოს ნაცვლად რა დამხვდა გახსნისას?!

თქვენი ქსელის გორის ფილიალში შევიძინე (სტალინის სახლთან). პირველი შემთხვევა არ არის, ადრეც დავაბრუნე ობმოკიდებული არაჟანი. მიხედეთ და დაიცავით შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი!

ისეთი სტრესი მივიღე, რაღაც ვირთაგვას მსგავსი რომ შემრჩა კოვზმომარჯვებულს, წესით, სოც. ქსელში პოსტის წერის გარდა, სხვა ზომას უნდა მივმართავდე!

და ,,სანტინო", თქვენც მიხედეთ, თქვენი პროდუქციის მომხმარებელი ვარ (აქამდე ვიყავი) და მარკეტიდან ამ ფორმით რეალიზაცია თქვენს სახელს მნიშვნელოვნად აზიანებს (პროდუქტის გამოშვების ვადები თუ სწორად გაქვთ მითითებული)“ - წერს თინიკაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×