რეზონანსი
20.09.2020

ადვოკატი მარი საბიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„დღეს გავიკეთე PCR ტესტი, რადგან საქმე შესაძლოა იყოს ე.წ. მესამეულ გადაცემასთან. ხვალ იქნება ტესტის პასუხი, მაგრამ რა მინდა მოვყვე :

რამოდენიმე ადამიანმა (მათ შორის ისეთმა, ვისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ კოვიდი) გადავწყვიტეთ ტესტის გაკეთება. ჯერ ხომ ძლივს გვიპასუხეს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და როგორც იქნა გავარკვიე, რომ ტესტის გაკეთება შეგვეძლო ევექსში. მივედით და კლინიკა შაბათს მხოლოდ ორ საათამდე მუშაობსო. შემდეგ მივედით კლინიკა მეგალაბში, სადაც ფასიანი პისიარი კეთდება, მაგრამ გვითხრეს, რომ ორშაბათამდე ვერ გაგვიკეთებდნენ…  წავედით ბოჭორიშვილის კლინიკაში და აქ არ ვაკეთებთო. იქიდან მოგვიწია ავერსის კლინიკაში წასვლა და როგორც იქნა გაგვიკეთეს…

რა მინდოდა მეთქვა. ეს არ არის მობილიზაცია, რადგან ამ პანდემიის პერიოდში, ყველა კლინიკაში უნდა კეთდებოდეს ტესტირება (ამდენი სიარული არ უნდა მჭირდებოდეს), ან მინიმუმ, ინფორმაციას უნდა ფლობდნენ კლინიკები, სად გადაამისამართონ მოქალაქეები. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ ერთ-ერთის ოჯახის წევრს დაუდასტურდა და ვფიქრობდი, იქიდანვე გადაიყვანენ კარანტინში-თქო. კარანტინი არა ფლამენგო  (ვისაც დაუდასტურდა, ჯერ ისიც არსად არ გადაუყვანიათ დილის მერე. 

ეს ყველაფერი მე რომ არ გადამხდენოდა, არ დავიჯერებდი… დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შენი კორონა ყველას კიდია…

ჰი კიდევ, მთელი თბილისი ბათუმში იყო ზაფხულში. დაიწყეთ მასობრივი გადამოწმება და ნახევარ თბილისს დაუდასტურდება...“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×