რეზონანსი
18.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მისი განცდებისა და ემოციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თაკო, წერს რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის მოლოდინისას დახმარებას დაღუპულ მამას ჯანსუღ ჩარკვიანს სთხოვს ხოლმე.

თაკო ასევე იხსენებს, იმ გარემოს, სადაც გაიზარდა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. 

„როგორც კი გამიჭირდება ხოლმე (საერთოდ) ჯანუკის ვთხოვ ხოლმე, მააა დამეხმარე რა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემიანის დაკარგვის შემეშინდება, ისე დიდი „კურდღლობით” არ გამოვირჩევი ახლობლებიც და ექიმებიც დამეთანხმებიან ალბათ (მართლა ასეა) აი მოახლოებულ, ახლობის განშორებას თუ ვგრძნობ ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება დედას მიუძღვნა:

„შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან”, - ჰო საოცარი სიტყვებია მართლა...

მოკლედ ეს დღეები დრო იმდენი გაქვს ადამიანს ფიქრისთვის და ვიღაც იკითხავს - სიკვდილზე ფიქრისო ?არააა, პირიქით სიცოცხლეზე, განვლილზე შენს განვლილ ცხოვრებაზე, რა გხიბლავს, რა გენანება, რა არ გააკეთე ან რა გააკეთე, ზუსტად იცი რომ რაღაცას არ გააკეთებდი? აბა რა გითხრათ, გეტყვით რომ ერთის შემშურებია მხოლოდ, რისი? სიჩუმის, რატომ? იმიტომ რომ კარგია სასარგებლოა? არა, რა თქმა უნდა არა, აბა მაშ რა? რა და მომგებიანიაო ერთმა მითხრა შენ არ ცხოვრობ მომგებიანადო, მართლააა ვკითხე და თითქოს შემრცხვა, ჰო ალბათ მორჩილად დავეთანხმე კეთილისმსურველს, მერე მახსოვს მთელი გზა დოლიძის ქუჩამდე ფეხით წამოვედი რუსთაველიდან და ჩემთვის ვფიქრობდი მაშინ, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი არ ვიცი, იმიტომ რომ მართლა მომხვდა გულზე თუ იმიტომ რომ თავი რომ დავუქნიე მორჩილად კეთილისმსურველს რჩევა - დატუქსვის გამო, ვერ გეტყვით, ალბათ ორივე მერე მახსოვს ჩემი დიდი ძაღლის ხმამ დამაყენა კარგ ხასიათზე, იგრძნო რომ სახლს მივუახლოვდი და მთელ ქვეყანას შეატყობინა ყეფით, გამიხარდა, კიბეზე ავედი სახლის კარი გავაღე, სუნი ვიგრძენი ჩემი ძველი კეთილი სახლის, ნოტების, წიგნების და ცოტა ჩემი სუნამოსი ერთმანეთში არეული, შემეგება ჩემი ბაგუ ამლოკა, შემომახტა, სამზარეულოში გავედი ყავა დავისხი, თან ბაგუს ვეუბნებოდი მოიცა ახლა ყავას დავიახამ და მოგეფერები-თქო, ზუსტად ისე მორჩილად დამეთანხმა ჩემი ძაღლი, აი როგორც მე იმ კეთილისმსურველს, მეც ჩემი დიდი ძაღლივით მორჩილი ვიყავი ერთი საათის წინ, გამეცინა საკუთარ თავზე და ახლა ფიქრის დრო რომ მაქვს, მაინც ნაკბენივით ფიქრობ ადამიანი რა შემზარავი სიტყვააა მომგებიანი ანუ იცხოვრე თუ არა მომგებიანად რა ვიცი აბა, სამშობლოს სიყვარული და ცოტა იდეალისტი თუ ხარ თუ ეს წამგებიანია ესე იგი ვიცხოვრე წამგებიანად, ჩემმა მშობლებმაც წამგებიანად ალბათ ახლა ჩემი დოლიძის ძველი სახლი მახსენდება ძველი სურნელით და ჩვენი ოჯახის ფრიად საინტერესო სავსე და ვიღაცისთვის შეიძლება „წამგებიანი” ცხოვრება ჰოდა მადლობა ღმერთო იმ სურნელისთვის, იმ სტრიქონებისთვის, იმ სახლისთვის, იმ ქუჩისთვის, მადლობა იმ ადამიანებისთვის ვისაც ვიცნობდი და მახსოვს, მადლობა ამ „წაგებისთვის”, - წერს თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×