რეზონანსი
18.09.2020

„რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის მერვე დღეს აღწერს და აღნიშნავს, რომ თავს ბერვად უკეთ გრძნობს.

"კარგად ვარ. დღეს პირველი დღეა, როცა ამის თქმა თამამად შემიძლია. არც სიცხე და აღარც განსაკუთრებული ტკივილები. მხოლოდ ხველა მახსენებს, რომ კოვიდ-დადებითი ვარ. გემოს ისევ ვერ ვგრძნობ. ერთმა ყოფილმა პაციენტმა მომწერა, მაისში დავამარცხე კორონა და გემო და ყნოსვა ჯერ არ დამბრუნებიაო. მგონი, ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის, რომ კოვიდი დამიდასტურდა. ალბათ ამით უნდა ვისწავლო ცხოვრება. სახსრების ტკივილმაც გაიარა თითქმის, მოკლედ ,ცრუმორწმუნე არ ვარ, თორემ ის მომენტია, ხეზე რომ უნდა დააკაკუნო.

ჩემს საწოლთან ორი ბუშტი კონწიალობს, ჩავიფიქრე, რომ აქედან მათ ჩამოვარდნამდე უნდა წავიდე, ვნახოთ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×