რეზონანსი
18.09.2020

მომღერალი კახა კუხიანიძე მაისში სოკოთი მოწამვლის გამო სიკვდილს უკვე მეორედ გადაურჩა. მიუხედავად ამისა, ეს საკვები ისე უყვარს, არც მომავალში აპირებს,  მის ჭამაზე უარი თქვას.

სოკო ისე მიყვარს, არც ვკითხულობ, რა ჯიშია, არის თუ არა შხამიანი, მაინც ვჭამ. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ერთხელ სოკოს გამო გარდავიცვალე და თავიდან დავიბადე. მაშინ ბაქოში ვიყავი, კონცერტები მქონდა და ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო ,,ჰოლიდე ინში” ვცხოვრობდი. ერთ დილით საუზმეზე ჩავედი და ომლეტი გეახელით სოკოთი. იმ დღეს ხუთი ადამიანი მაინც მოიწამლა. არ ვიცი, როგორ გადავრჩი.

ვისაუზმე და ავედი ნომერში, რომ ცოტა დამესვენა. ისეთ მდგომარეობაში გამეღვიძა, ვერ მივხვდი, რა მჭირდა, მთლიანად მაკანკალებდა. ვერც ვრეკავდი, რომ ვინმესთვის მეთქვა, მიშველეთ და დამეხმარეთ-მეთქი. როგორც იქნა, მოვახერხე დარეკვა. ჩემი ნაცნობი გოგო მოვიდა, მაგრამ კარი შიგნიდან მქონდა ჩაკეტილი ჯაჭვით, რომ დამლაგებელი არ შემოსულიყო, ამიტომ როგორმე მე უნდა მივსულიყავი კარამდე.

ფეხზე ვერ ვდგებოდი, საწოლიდან გადმოვვარდი და ფორთხვა-ფორთხვით კარი ძლივს გავაღე. ამის მერე გავითიშე, ღამე იყო, აზრზე რომ მოვედი.

ამის მერე რომ მაინც სოკოს შეჭამ ადამიანი... მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა და სოკოზე უარი არასოდეს მითქვამს, ძალიან მიყვარს. ამ წუთას მეზიზღება,  მაგრამ ისევ თავიდან შემიყვარდება.

ახლა ისე არ მოვწამლულვარ, როგორც მაშინ, ბაქოში, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი. რამდენიმე დღე წყალსაც ვერ ვსვამდი, ორგანიზმი ვერ იღებდა და საკვებს ხომ – თავისთავად. ღმერთს ვყვარებივარ, რომ გადავრჩი.

მკლავს და მაინც ვჭამ და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია ეს სიყვარულიყ. მართლა ძალიან მიყვარს, სოკოზე საოცრება მჭირს, თან თუ გემრიელად არის მომზადებული, მარინადშია, სტეიკია სოკოს სოუსით… სოკო სადაც არის ნახსენები, ყველაფერი მიყვარს.

გამოჯანმრთელებული ისევ არ ვარ, ყველაფერს ვერ ვჭამ, სიმძიმეს ვგრძნობ. მთლად ის მოწამვლა არ იყო, რაც მაშინ, ბაქოში. ყველანაირი მოწამვლისგან განსხვავდება სოკოთი მოწამვლა, მაგრამ, მაშინდელივით რომ დამმართნოდა, ალბათ ვერ გადავურჩებოდი", - განუცხადა "სარკეს" მომღერალმა.

წყარო: "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×