რეზონანსი
18.09.2020

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა აღიარა, რომ მეორედ სურს ოჯახის შექმნა, თუმცა ამისათვის თავისი პირობები აქვს როგორც საკუთარი თავის, ასევე მომავალი მეწყვილის მიმართაც:

“ვერ მოხდება ის, რომ ოჯახი შევქმნა და სახლში დავჯდე. არ ვარ ასეთი ტიპაჟი. ძალიან მინდა, შევქმნა მეორე ოჯახი. ჯერ არავინ შემყვარებია და არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ ერთხელ გავთხოვდი და გავშორდი. მეორედ აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.

ბავშვსაც ტრავმას აყენებ ამ გაშორებით. თუკი მეორედ შევქმნი ოჯახს, უნდა მოხდეს ძალიან გააზრებულად, ნაფიქრად და ძალიან დიდი სიყვარულით. აუცილებლად მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს უნდა იყოს საბოლოო.

ალბათ, შევქმნი ოჯახს, მაგრამ პირველ რიგში, ძალიან დიდი სიყვარულით. მინდა შვილები გავაჩინო. გარდა ამ ყველაფერისა, მინდა მქონდეს ჩემი საქმე და მაქვს ბიზნესიდეებიც. რაშიც დიდ ენერგიას ჩადებ, ის აუცილებლად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა. მე იღბლიანიც ვარ და შრომასაც ვდებ”, – განუცხადა "ფორტუნას" ნინი ბადურაშვილმა.

წყარო: "ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (18.09.2020)
უფრო შიშველ სხეულს თუ გვაჩვენებ აუცილებლად გათხოვდები და თანაც რამოდენიმეჯერ.ცოტა თავშეკავება გმართებს როდესაც ასეთი გულწრფელი გინდა იყო და საპირისპირო სურათს დებ.გისურვებ წარმატებებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×