რეზონანსი
17.09.2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დისტანციურ სწავლებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, დისტანციური სწავლებით თანაბრად იტანჯება როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლე და მშობელი.

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან - არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე - დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე. თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი. აბსურდია ანდაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს - ბარემ ათი წელია, რაც მეტ-ნაკლებად გამართული ონლაინ-პლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება. იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი"- წერს გიორგი კეკელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×