რეზონანსი
17.09.2020

თაკო ჩარკვიანი და ბლოგერი გურამ შეროზია ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუპირისპირდნენ. 

გუშინ შეროზიამ ჩარკვიანის "ლაივ ჩართვა" გააზიარა წარწერით:

„სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად – ეგ რატომ გამახსენდა უცებ?

ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა-კონტური“ - დაწერა შეროზიამ.

მას მოგვიანებით გამოეხმაურა პოლიტიკოსი და მწვავე პოსტი მიუძღვნა:

„შიშით ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანური სახე შეიძლება არ დაკარგო ცუდად ყოფნის დროს (ქალმაც და კაცმაც). ნუ, ბლოგერ შეროზიას არ ვგულისხმობ ცხადია.

დროზე, რომ არ ვუთხარით ამ “ჰიბრიდს”, რომ მხოლოდ და მხოლოდ “ჩიტია“ სულხან საბასი სხვა არაფერი, აი, ამის ბრალია!

ჰოდა, დროულად უნდა ვუთხრათ ხოლმე ამ მოგონილ “ტიპებს” რომ თავისუფლება რომელიმე შტრიხის მონობა არ არის. აი, ძალიან რომ გტკივა ცხვირში გათხრილი საყურე და რომ ითმენ ცუდია, მაშინ უნდა გეკეთოს, როცა არ გაწუხებს და მერე ცუდად მყოფი ადამიანების ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება. მოკლედ, ჰიგიენა კარგია უნდა დაიბანო ხოლმე გურამ, ცუდად რომ ხარ მაშინაც გურამ! ნუ გეშინია „ცუდ ტიპობაში” არ ჩაგეთვლება!

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ და რო რამე (ყველა სიკვდილის შვილები ვართ) სიკვდილის წინ დაიბარე დაგბანონ – კარგია“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×