რეზონანსი
17.09.2020

ფრანგი ექიმების დიაგნოზით, მარიამის დღეები დათვლილია. თავად ახალგაზრდა ქალს კი უკანასკნელი სათხოვარი აქვს – სამშობლოში დაბრუნება და თავის მცირეწლოვან შვილებთან სიცოცხლის უკანასკნელი დღეების, წუთების თუ წამების გატარება…

ის უკურნებელ სენთან უთანასწორო ბრძოლაში მარცხდება… არ უნდა კიბოს მსგავსად, მონატრებამ და ნოსტალგიამაც დაამარცხოს…

„პრაიმტაიმი“ მარიამის დედას სოფო გალდავას ესაუბრა, რომელიც ბოლო 3 წელია, თურქეთში მუშაობს. იქ წასვლა მარიამის მატერიალური დახმარების გამო, გადაწყვიტა. ერთი კვირის წინ, გამწარებულ დედას მეგობრებმა ფული შეუგროვეს და სტამბოლი-პარიზის ბილეთი უყიდეს, თუმცა თურქეთის მხარემ საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი უთხრა, რადგან სამუშაო ვიზა არ ჰქონდა.

ბოლო იმედი საქართველოში ჩამოსვლა და საფრანგეთში წასვლა იყო, თუმცა ბოლო ერთი კვირაა სოფო გალდავა გონიოში, კარანტინში იმყოფება და ახლა ერთადაერთი ნატვრაც აქვს – მარიამის ნახვა.

„ყველაფერი 3 წლის წინ მაშინ დაიწყო როცა ბეჭის ტკივილი დაეწყო. ექიმთან რომ მივიდა ნერვის ანთება დაუდგინეს და მასზე დაუწყეს მკურნალობა. მერე ძვლის სარკომა დაუდგინდა. მაშინვე დავიწყეთ მკურნალობა.

23 დეკემბერს, მარიამი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში, ლიონში ჩავიდა. 10 იანვარს ჩაბარდნენ ლტოლვილად. მანამდე რამდენიმე დღე ქუჩაში, სკამზე გაათია. მერე პანდემია წამოგვეწია და 5 თვე ვერ იმკურნალა.

როცა გამოკვლევა ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო მოდებული. დაიწყეს მკურნალობა, მაგრამ მეტასტაზები აგრესიულად პროგრესირებს.

ექიმმა ჩემს სიძეს უთხრა, რომ მარიამის დღეები დათვლილი აქვს, ჩამოიყვანეთ დედა და შვილებიო. შევეხმიანეთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, მაგრამ ვერაფრით გვეხმარება. თუკი რამე გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ. 35 ათასი ევრო ჯდება მარიამი რეანომობილით, რომ  ჩამოვიყვანოთ.

მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დედამ და შვილებმა უკანასკენლად უნდა ნახონ ერთმანეთი. მგონია, რომ სხვის შვილზე გესაუბრებით, ახლა იმდენი მედიკამენტი მაქვს დალეული, რომ აზრების თავმოყრაც მიჭირს…

მივმართავ მთავრობას, ყველა უწყებას და საქართველოს მოქალაქეს. დამეხმარეთ. ჩამომაყვანინეთ შვილი საფრანგეთიდან, რომ მან უკანასკნელად ნახოს თავისი შვილები“, – ამბობს სოფო გალდავა.

ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული თეთრიც რომ მნიშვნელოვანია…

GE02BG0000000365959270

GE56TB7108345064300019

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×