რეზონანსი
16.09.2020

გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:

კიდევ და კიდევ გვიხანგრძლივებენ ვადას, რომლის დროსაც “კორონასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ” და ადამიანისთვის ( ადამიანისთვის!) უცხო და მიუღებელი წესებით უნდა ვიცხოვროთ.

ვადას კი იმიტომ გვიხანგრძლივებენ, რომ წინასწარ დათქმული ვადა, როგორც სჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა სწორედ ამ “უცხო და მიუღებელის” მისაღებად და შესასისხლხორცებლად… კი არა და – უბრალოდ ამ პროგრამაზე გადასაწყობად..

კი მეშინია ბატონო მეც, რაზეა ლაპარაკი, ბრიყვი კი არა ვარ! კორონავირუსის არსებობისაც მჯერა, ისევე როგორც ღორის, ქათმის, ძროხის და დინოზავრის გრიპების, რომლებიც ასევე გადამდებები არიან და ასე გასინჯეთ, მათგან ადამიანებიც კი იღუპებიან, ძირითადად იმ შემთხვევებში, თუ სხვამხრივაც ვერ არიან ჯანზე, ასაკმაც უწიათ და მკურნალობაც დაუგვიანდათ.

მე იმ ვაკხანალიის არ მჯერა რაც ხელოვნურადაა შექმნილი მსოფლიო მასშტაბით და ამავე მსოფლიოს ეკონომიკის, წილებისა და გავლენების, მისი მაცხოვრებლების დღის წესრიგისა და მენტალიტეტის ძირფესვიანად შეცვლას ემსახურება…

ღმერთის მჯერა სამაგიეროდ და ზუსტად ვიცი, რომ თუ გამწირა, ვერანაირი პირბადე და სოციალური დისტანცია ვერ მიშველის, ხოლო თუ პირიქით ინება, – როგორც დიდი შოთა იტყოდა ხოლმე – “არ საქმნელი არ იქმნების” და კორონა კი არა, კრაზი რომ დამეჯახოს, ისიც ვერაფერს დამაკლებს……

“ხელი გააქნიე და ნაშველი იქნები” ხალხი ნუ გამომეხმაურებით, რადგან ჩაკეტილობის, გათითოკაცების, მოყვრის, ნათესავისა და ჩემივე მსგავსის ლხინისა და ჭირის არ გაზიარების ფასად საკუთარი ტყავის გადარჩენა, მომკალით და არაფრად მიღირს.

/გრინ ბარეტი/

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×