რეზონანსი
16.09.2020

ჟურნალიტი თეონა ცხომელიძემ ამჯერად მორიგი ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც გემოს დაკარგვაზე, დაავადებულთა რიცხვის გაზრდასა და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით მის გამხნევებას ცდილობენ.

„ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა.

სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.

ნინოს ვეუბნები, რომ ჩემი რეცეპტორია – კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. 

ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე – მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%.

არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეალობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად… დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.

წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალიან და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფეიერვერკი იყო და ვიტირე“, – წერს თეონა ცხომელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×