რეზონანსი
01.08.2020

გუშინ 112-ში გამაოგნებელი ზარი შევიდა. 24 წლის გიორგი კინოიანმა საკუთარი კაბინეტიდან პითონის ჯიშის გველი დაკარგა. იგი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია.  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული გველი სპეციალურმა სამსახურმა იპოვა, თუმცა თავად გველის მეპატრონე ამტკიცებს, რომ რომ სეხელმწიფო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„როდესაც გველი დაიკარგა დავრეკე 112-ში, სადაც გადამამისამართეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. ბიჭებს, ვინც ადგილზე მუშაობდნენ მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გველის საპოვნელად ევაკუაცია გამოცხადდა და აქ რაღაცეების დანგრევა მოუწიათ სიმართლეს არ შეესაბამება”, – უთხრა „პრაიმტაიმს” გველის პატრონმა.

სამეფო ჯიშის პითონი ახლა 5 თვისაა. ის გიორგი კინოიანმა ერთ-ერთ ზოომაღაზიაში შეიძინა. ამბობს, რომ გველი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პატრონი ქვეწარმავალს თაგვებით კვებავს, რომელთაც ასევე ზოომაღაზიაში ყიდულობს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (8)
ჩაწერა სახელი
ირინე(05. 08. 2020)   (05.08.2020)
აცადე გაზრდა და მერე ნახავ. შიმშილობას დაიწყებს და მერე გადაგყლაპავს კიდეც.ასე რომ, უმჯობესია წაიყვანე და ჩააბარე ზოოპარკში. დამიჯერე.

მანჩო   (02.08.2020)
ცოტაც გაიზრდება და მერე შიმშილს დაიწყებს,აღარ შეჭამს პატრონს ეგონება ცუდად არისო და ვეტერინარს მომართავს,სინამდვილეში კი პატრონის გადასაყლაპად შეინახავს მუცელს,და ზოგი მერე კვებოს თაგვებით😂

ვაჟა   (02.08.2020)
ჯერ 5 თვისაა. გაიზრდება და პატრონსაც შეახრამუნებს.

Maia maia   (02.08.2020)
Neta chagylapos samefo pitonma ,mefesavit rom ijde pitonikos mucelshi🤣🤣🤣🤣

ნატო   (02.08.2020)
შენ შვილო ხომ არ გაკლია რას ქვია სამეფო ჯიშის გველია,არც კბილები აქ არც იკბინება.ოჯახში ცხოვრობ თუ ზოოპარკში წაიყვანე და ჩააბარე ზოოპარკს

ნინო   (01.08.2020)
მოვლა არ ცოდნია. ამხელა მახრჩობელა ჭიაყელა ხომ არ იყო, გაპარვოდა და ვერ დაენახა.

ნანა 01.08.2020   (01.08.2020)
ეს ყველას არ სიამოვნებს ეშინიათ წაიყვანეთ სახლსი და მიხედე ან რა ყოლიებელია საერთოდ კარგს არაფერს მოიტანს ფუუ მეზიზღებაა

მაკა   (01.08.2020)
ეგ გველი წაიყვანე და სახლში გყავდეს თუ ეგეთი უწყინარია.რა უნდა კაბინეტში და დაწესებულებაში სადაც ასობით სხვადასხვა ობიექტია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×