რეზონანსი
28.07.2020

ქიმიკოსი, ხათუნა აფაქიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“mail.ru -ს მეილ მისამართები ჰქონდეს თანამედროვე, ევროპაში განათლებამიღებულ IT სპეციალისტს და 23 წლის ადამიანს, არის არალოგიკური და ძალიან უცნაური.

რაშია საქმე?

შეიძლება ნელ-ნელა მიხვდა გოგონა, რომ რაღაც ისე არ იყო, შეიძლება მოსთხოვეს შესრულებული სამუშაოს ამ მისამართებიდან გადაგზავნა და მოუნდა ამ ფირმიდან წასვლა.

ჰოდა, რაღაცის გადასაცემად ან ვითომ შესახვედრად გამოიძახეს და მოკლეს. თორემ თავის მოსაკლავად არავინ არ მირბის, როცა აფექტური მდგომარეობა არა აქვს ადამიანს და თამუნა არავითარ აფექტური მდგომარეობაში არ იყო.

მან 65 კმ გაიარა იმისთვის რომ ეს უსახური ადგილი სოფელ-სოფელ ეძებნა და იმ მინდორზე თავის მოსაკლავად მისულიყო?

ადამიანმა გამოცდა ჩააბარა 1 კვირის წინ, ეძებდა ახალ სამსახურს, იყო ყველანაირად პერსპექტიული და სამაგალითო გოგონა.

მოგიწოდებთ რომ ყველა ქართველმა დატოვოს @mail.ru და ყველანაირი .ru !!!

ნუთუ ვერ აცნობიერებთ რას აკეთებთ?”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×