რეზონანსი
21.07.2020

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურა გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

"საცოდავი ბავშვი.

და საცოდავი საქართველო.

უკვე მერამდენედ გახდა ავადმყოფი, სადისტი პირუტყვების წერა.

და ვინმე ჭკუათმყოფელს სჯერა, რომ ამ უსულგულო, პათოლოგი ხვადაგების ხელში, რომლებსაც ასეთი სისასტიკის შეთხზვა და აღსრულება შეუძლიათ, ქვეყანას მომავალი აქვს?

ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. თავისი შინაარსით, მასშტაბებითა და სისასტიკით ეს სერიოზული გონებრივი პათოლოგიებისა და დეგრადაციის აღმნიშვნელია.

და ამას ემატება ცხოველური შიში, რომელიც საზოგადოებას აიძულებს რომ ეს ყველაფერი მიიღოს და კონფორმისტულად შეინივთოს. პროფესიული უღირსობისა და უინტელექტობის კატასტროფული დონე.

ელემენტარულ დეტალებზე საუბრობდა უკრაინელი ექსპერტი; სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხეკურსელმა რომ უნდა იცოდეს, ისეთ დეტალებზე. როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით? უვიცობა, ვირეშმაკობა, ბოროტება და სისასტიკე; თანაც უკიდურესი ცინიზმით შეზავებული.

პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შემთხვევას მთავარმა არხმაო. არ ყოფილიყო ალტერნატიული მძლავრი მედია-საშუალება და ვერც ეს უბედური ბავშვი იპოვიდა ვერასოდეს სამართალს; თავისი სამშობლოსავით გალახული, დამცირებული, დაჩაგრული და მრავალჯერ მოკლული შერჩებოდა მარადისობას"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (23.07.2020)
მოუშორებელი ვირუსი....არ მოგბეზრდა ლაყბობა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×