რეზონანსი
21.07.2020

რამდენიმე თვის წინ 24 წლის მეკო ჩიტიშვილს ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, მის გადასარჩენად უცნობებმა საქველმოქმედო კამპანიები წამოიწყეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეკოს ალადაშვილის კლინიკაში ღია წესით ჩაუტარდა ბიოფსია.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ოპერაციის საფასურიდან კლინიკის ექიმებმა მხოლოდ 125 ლარი გადაახდევინეს, დარჩენილი თანხა კი თავად მედიკოსებმა დაფარეს:

„მოკლედ, სამადლობელი ტექსტები არ გველევა! ერთი ძალიან დიდი სიკეთე გაგვიკეთეს ექიმებმა.

როგორც იცით მეკოს ღია წესით ჩაუტარდა ბიოფსია ალადაშვილის კლინიკაში. ოპერაციის საფასურიდან კი მხოლოდ 125 ლარი გადაგვახდევინეს. დარჩენილი თანხა თვითონ ექიმებმა გადაიხადეს თავიანთი ხელფასებიდან. რამდენიმე ქირურგმა და ონკოლოგმა.

მეკოს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს. უღრმესი მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს ამხელა სიკეთისთვის. ჩვენთვის ეს დახმარება ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ექიმებო!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×