Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ელექტროენერგიის გაძვირება დაამძიმებს თუ არა სოციალურ ფონს?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    28.12.2017

    სემეკ-ის გადაწყვეტილებით, "თელასის" აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკ-ის გუშინდელ სხდომაზე უყარეს.

    შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

    შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "თელასის" მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ის ჩათვლით, 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი.

    აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ, 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

    ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. სემეკ-ში განმარტეს, რომ ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ, ვალუტის კურსის ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია.

    ელექტროენერგიის გაძვირება დაამძიმებს თუ არა სოციალურ ფონს? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორი): რა თქმა უნდა, დამძიმებს და განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მასში იგულისხმება: პენისიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები სხვა. ხალხს გადასახადები მოემატება, რაც ცუდია.

     

     

     

     რევაზ მიშველაძე (მწერალი): სულელი უნდა ვიყო, რომ გითხრათ, დენის გაძვირებას დადებითად ვაფასებ-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს უკიდურესი ზომაა და იგი არა მარტო ეკონომიურად იმოქმედებს უარყოფითად თითოეულ მოქალაქეზე, არამედ - მორალურადაც.

    რწმენის დაკარგვა "ოცნების" ხელისუფლების მიმართ უფრო მაღელვებს, ვიდრე ის ორიოდე კაპიკი, რაც მოემატა დენს.

    ერთი რამ უნდა მიიღოს მხედველობაში ხელისუფლებამ, ეს შეიძლება განპირობებულია აუცილებლობით და არის დროებითი მოვლენა. თუ ასეთი რამაა, მაშინ დაწვრილებით უნდა განუმარტონ საზოგადოებას.

    დენი და გაზი ისეთი რამეა, არ შეიძლება, მიაფუჩეჩო. გვეყოს გამბედაობა, ვუთხრათ ხალხს სიმართლე, ეს არის მავანთა უნიათობის ბრალი თუ რაღაც სხვა მიზეზია.

     გიორგი შენგელაია (რეჟისორი): ძალიან გაართულებს, იმიტომ, რომ თან ყველა პროდუქტი გაძვირებულია. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთავრობის უნიათობაა, ყველაფერი ძვირდება, მაგრამ უნდა გაიგონ, ერთი თავკაცი რომ ჰყავთ, გამოვიდეს და დააყრევინოს ყველას მოპარული ფული. დანარჩენს ვერაფერს ვიზამთ, ახალ ელქტროსადგურს ვერ ავაშენებთ.

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვითომცდა თეთრ-ნახევარი არაფერია, მაგრამ ყველაფერი რომ დაითვლება, ძალიან მძიმე ხარჯი იქნება მოსახლეობისთვის, ვისაც შეზღუდული ფინანსები აქვს, თორემ ამით მთავრობა არ დაზარალდება.

    ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა და ძალიან ცუდია, ახალ წელს რომ ამ სიახლით ვხვდებით. რატომღაც მეგონა, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი თევზაძე (პენსიონერი )   (28.12.2017)
    შეკითხვა არასწორადაა დასმული; რომ დაამძიმებს ამას კითხვა რად უნდა? საკითხავი ისაა რამდენად იმოქმედებს ეს მოსახლეობის განწყობაზე, რომლებმაც სულ სხვა დანაპირებისა და შესაბამისად მოლოდინების გამო დაუჭირა მხარი "მეოცნებე მთავრობას". რაც შეეხება ტარიფებს - როგორც მოგეხსენებათ 101 კვტსთ-მდე ტარიფი 12.980-ია, ხოლო 101-დან 301 კვტსთ-მდე კი 16.992. აქ ძალიან საინტერესოა რატომაა მარჟა 101-დან 301-მდე? იმიტომ ხომ არა, რომ(როგორც ეს ჩემს შემთხვევაშია და ასეთი შემთხვევები არცთუისე იშვიათია) საშუალო თვიური დანახარჯი 100 კვტსთ-მდეა, აღმრიცხველი კი ყოველთვის წერს 102-დან 110 კვტსთ-მდე, რაც საშუალებას აძლევს მათ 12.980-ის ნაცვლად იანგარიშონ 16.992. შედეგაგ, ასეთი "მახინაციებით", სხვაობა ოთხი და მეტი ლარის ოდენობით ყოველთვიურად მიდის ვიღაცის ჯიბეში. რატომაა ასეთი მარჟა, ვის ჯიბეში მიდის ყოველთვიურად ეს თანხა და რატომ? საკითხავი აი ეს არის!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved