Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას “ჯაველინების“ შეძენა?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    21.12.2017

    "ჯაველინების" შესაძენად 2018-2019 წლებში დაახლოებით 160 მლნ ლარი გადაირიცხება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა.

    როგორც ცნობილია, საქართველო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს - "ჯაველინებს" იყიდის. როგორც იზორიამ აღნიშნა, "ჯაველინების" შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება.

    "პირველი ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მლნ ლარი გადაირიცხება, ხოლო მეორე ეტაპისთვის - დაახლოებით 60 მილიონი. ანუ ჩვენ ორ ეტაპად შევიძენთ 2018-2019 წლებში.

    "ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სუვერენიტეტის უფრო ეფექტურად დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ უკავშირდება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ინტერესებს. ეს იარაღი თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ არის შეტევითი ხასიათის იარაღი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

    გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას "ჯაველინების" შეძენა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რასაკვირველია, გაზრდის. ყველაფერი, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის იქნება გათვალისწინებული, თუნდაც უმნიშვნელო, მაინც კარგია. დასამალი არ არის, რომ კავკასიაში სომხეთიც და აზერბაიჯანიც შეიარაღებითა და თავდაცვისუნარიანობით ჩვენზე წინ დგანან. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ვიღაცის ხელის შემყურენი არ ვიყოთ და იგივე არ განმეორდეს, რაც 2008 წელს მოხდა.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ალბათ გახსოვთ, მიშა სააკაშვილს ჰქონდა თითქოს ეს შეძენილი. ომის დროს კი აღმოჩნდა, რომ რუსეთისგან იყო შესყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოებული, იმ ქვეყნის საწინააღმდეგო კოდები არ დევს სისტემაში და საქართველომ ვერ გამოიყენა მაშინ ეს ტექნიკა. ამაზე პასუხიც არავის უგია. ალბათ ამ შემთხვევაში ამერიკისგან შეძენა უფრო გონივრული ნაბიჯია.

     

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): წესით, ნორმალური ხელისუფლებისა და მთავრობის ხელში თავდაცვისუნარიანობა უნდა გაიზარდოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამათ საერთოდ გაანადგურეს ქართული ფლოტი, ავიაცია, ასე რომ, ეჭვი მეპარება, ეს კორუფციული გარიგება არ იყოს, ან ასე არ დასრულდეს და ვიღაცამ ხელი არ მოითბოს. რეალურად, ყველაფერ ამას ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ, იმის მიუხედავად, რომ თავად ფაქტი ჩემთვის მისაღებია.

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): რა თქმა უნდა, დადებითად ვუყურებ. მიხარია, რომ რაღაც კარგი და დიდი საქმე კეთდება. თუმცა მეშინია, ჩვენთვის კარგი საქმე ცუდად არ შემოგვიბრუნდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved