სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    28.10.2017

    თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მზად არის, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან ითანამშრომლოს. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმე სასარგებლო იდეა ექნება რომელიმეს, ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება.

    "ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის - ელენესთან, ზაალთან, ალეკოსთან, იგივე ვაშაძესთან. ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი, ან "ქართული ოცნების". ვისაც ექნება სურვილი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, კანდიდატი იქნება თუ სხვა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ გავაკეთეთ სრულყოფილი პროგრამა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.

    მერობის კანდიდატებიდან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომლის განცხადებითაც, მისი პროექტები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.

    რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ისინი კალაძის შეთავაზებას არ ენდობიან.

    უნდა დათანხმდნენ თუ არა არჩევნებში დამარცხებულები კალაძის წინადადებას თანამშრომლობაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მისაღებია და მე ვფიქრობ, სხვა კანდიდატები აუცილებლად უნდა დათანხმდნენ თანამშრომლობას. რა ჯობია მშვიდობას."

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "გულწრფელად გეტყვით, ამ საკითხზე მიფიქრია და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ვაშაძესთან. მეტიც, მოადგილედ უნდა აიყვანოს. ვაშაძე არის ტექნოკრატი. ეს არის ის, რაც ჩვენს ქალაქს და, ზოგადად, ქვეყანას აკლია. როგორც ვიცი, ვაშაძეც მზად არის სათანამშრომლოდ და ჩვენი ახალ მერიც განწყობილია საამისოდ.

    "თუ ვაშაძეს ხელს მოჰკიდებს და გვერდით დაიყენებს, ეს იქნება ძალიან კარგი ტანდემი. მას საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდებიც ჰყავს გუნდში, რომლებიც საქმის მკეთებელი ხალხია. ამ კაცმა არაჩვეულებრივად ააწყო ჩვენი იუსტიციის სახლები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ტანდემი იქნება ძალიან დიდი წარმატების მომტანი.

    "რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათში დარწმუნებული არ ვარ. ვფიქრობ, არ არიან საჭირონი."

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე ვფიქრობ, უნდა დათანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მათ ქალაქისთვის კი არ უნდოდათ კარგი, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის გამოჩენაზე ფიქრობდნენ. კარგი ინიციატივაა, თუ მოხერხდა ამის განხორციელება."

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მე ვფიქრობ, ეს განცხადება უფრო დასავლურ დემოკრატიაზეა გათვლილი, რეალურად კი ეჭვი მეპარება, რომ კალაძემ ოპოზიციის იდეები განახორციელოს და მისი კონკურენტები დაასაქმოს. ამასთანავე, თავად მერობის კანდიდატებს რამდენად ექნებათ თანამშრომლობის სურვილი, ეს კიდევ საკითხავია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter