სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    27.10.2017

    პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

    "მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება, მდგომარეობს იმაში - ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება კი კითხვა არ დავსვათ დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ, ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის პათეტიკა, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები, დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? "ოცნებაც" ამ როლშია, სამწუხაროდ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მისაღებია თუ არა მმართველი პარტიის დიდი უმრავლესობით გამარჯვება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში ერთპარტიულობისკენ წასული მმართველობა დემოკრატიული ვერ იქნება. მე სულ ვამბობ-ხოლმე, რაც უფრო მეტია კონკურენცია, ხალხზე ზრუნვაც მეტია. ამიტომ, ხალხისთვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და განვითრებისთვის ეს არ არის კარგი მოვლენა.

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): თუ მმართველი უმრავლესობა არის კვალიფიციური და, ამასთან ერთად, აქვს სახლმწიფოებრივი აზროვნება, ამ შემთხვევაში პრობლემა არც იქნება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ისეთ არაკვალიფიციურობას ავლენს, რომ აქ უმრავლესობაში კი არა, მათი ხელისუფლებაში უმცირესობაში ყოფნაც საშიშია.

     

     

     გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია არც ყოფილა და არც იქნება. ეს ყოვლად გამორიცხულია. ისეთ პატარა ქვეყნებში, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა და არიან მხოლოდ ძალიან მდიდრები და ღარიბები, არ შეიძლება, დემოკრატია არსებობდეს. ამისთვის ჯერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ.

     

     

     

     ნატო გელაშვილი (მომღერალი): ნაკლებად მისაღებია, მაგრამ რაზ ვიზამთ, ასე ხდება ხოლმე.

     

     

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): საერთოდ, როდესაც რომელიმე პარტია დიდი უმრავლესობით იმარჯვებს, ჩვენ არ ვართ ისეთი დემოკრატიული ისტორიის ქვეყანა, რომელიც ამას პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენებს. ამიტომ ალბათ ოპოზიციამ უნდა იძალაოს, რომ რაიმე სასიკეთო ძვრები მოხდეს, თორემ, სამწუხაროდ, ვისაც უმრავლესობა აქვს, ის განსაზღვრავს პოლიტიკას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter