სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.10.2017

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა თითქმის დაასრულა. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ასევე, მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ თითქმის ყველგან.

    ოპოზიციისა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მხოლოდ 32 მაჟორიტარულ ოლქში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, 64-დან 32 საკრებულოში მაჟორიტარული სიით მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატები შევლენ.

    ახალარჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ხუთიდან ოთხ თვითმმართველ ქალაქს მერობის სახელისუფლებო კანდიდატები იბარებენ. გამონაკლისი ქუთაისია, სადაც მეორე ტური იქნება.

    მერის არჩევნების მეორე ტურს ვიხილავთ ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მარტვილში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2017 წლის 15 ნოემბერია.

    არჩევნებში ერთი პატიის ასეთი უპირატესობით გამარჯვება ქვეყნისთვის პროგრესული მოვლენაა თუ პირიქით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არა, ეს პროგრესული მოვლენა არ არის. დიდი უპირატესობით გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ პარტია სერიოზული გამოცდის წინაშე დგება. ყველა ის გამოწვევა, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, უშუალოდ გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი იქნება. და გადაწყვეტს თუ არა, უკვე ის იქნება ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი.

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): დიდი გამარჯვება იმიტომ მოხდა, რომ ხალხმა ვიღაცას დაუწია ქულა. 51% არცთუ ისე დიდი გამარჯვებაა, სხვასთან შედარებით, ალბათ, არის, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ სხვებს დააკლდათ ქულები და ხალხის გვერდში დოგმა. ჩემი აზრი ასეთია.

     

     

     ავთო სულაბერიძე დემოგრაფი): არ არის პროგრესული მოვლენა. მმართველობაში მხოლოდ ერთი გუნდის მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ არ ვიცით, ვინ არის ამ გუნდს მიტმასნილი და ვის როგორი ხედვა აქვს. ამ გუნდში ვფიქრობ, ერთი მრწამსის ხედვა არ არის და ეს ძალიან ცუდი მგონია. არ ვფიქრობ, რომ ეს პროგრესია.

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): მგონია, რომ ასე საკითხის დასმა არ არის მართებული. რადგან შეიძლება, არც პროგრესული იყოს და არც ცუდი. რადგან ამ პარტიას დიდი ნდობა აქვს. როდესაც 2 კონკრეტული ადამიანი დგას, არჩევ უკეთესს, ამაში ვერც პროგრესულს ვხდავ რამეს და ვერც რეგრესულს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter